“მონებო!” – გიორგი მინდაძის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა

გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოს ეზოში მინდაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები არიან შეკრებილები.

ისინი სკანდირებენ – “მონებო”, “ივანიშვილის მონებო”, “გალუსტაშვილი მონა”.

ასევე აქციის მონაწილეებმა შავი ფერის კვამლიც გაუშვეს, რომლებიც მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს.

მანდატურის სამსახური და პოლიცია ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს ტერიტორიას ძალისმიერი მეთოდებით ატოვებინებს.

გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

banner
წინა სტატიაშიგიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიარა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ