მონასტერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მღვდელმთავარი იღებს – ჯაღმაიძე დედა სოსანას გათავისუფლებაზე

ეპარქიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მისი მღვდელმთავარი იღებს – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე სტეფანეს სადამსჯელო ღონისძიებებს.

ჯაღმაიძე დედა სოსანასა და მორჩილი ნინო გამყრელიძის ეპარქიიდან გათავისუფლებას ეხმაურება

“მას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, იმ მონასტრიდან გაათავისუფლეს და ეპარქიის მოქმედი მმართველი მღვდელმთავარი იღებს გადაწყვეტილებას მონასტერთან დაკავშირებით. მას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო, დანარჩენი რომ არ შეუშვეს უკვე აღარ არის სასურველი მაგის გაგება”,-თქვა ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ თემაზე სინოდმა შესაძლოა იმსჯელოს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.

მოგვიანებით, დედა სოსანამ მონასტრის ტერიტორიაზე სამართალდამცველები გამოიძახა მან მონასტერში მყოფ დედებს, მათი თანდასწრებით, შიგნით შეშვება კიდევ ერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. დედა სოსანას პირადი ნივთების გამოტანა და ტანსაცმლის გამოცვლა სურდა, რადგან მთელი საღამო წვიმაში დგომა უწევდა.

დასჯილი დედაოები მეუფე სტეფანემ ლენტეხის მონასტერში, მოსანანიებლად განამწესა

banner
წინა სტატიაში“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: „ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მონაწილე ამ პროვოკაციების დაგეგმვის და განხორციელებისას