მონადირე ტყეში ნაპოვნი უცხოეთის მოქალაქეების ცხედრების შესახებ ახალ დეტალებს ყვება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებმა მონადირე ვლადიმერ გოგიძემ უცხოეთის ოთხი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინა. როგორც გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეგობართან ერთად მწყერზე სანადიროდ ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც თოვლზე ნაკვალევი შენიშნა. მისივე თქმით, ცხედრები ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული. შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
“მწყერზე სანადიროდ ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. თოვლზე კვალი შეგვხვდა, დათოვლილი იყო და ვერ გავიგეთ რისი კვალი იყო. მივყევით ნაკვალევს და ქვის ძირში ოთხი ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. მაშინვე გავაგებინეთ სამართალდამცველებს და მერე უკვე მათთან ერთად ავედით ტყეში”, – აღნიშნა ვლადიმერ გოგაძემ.
მონადირეებმა ცხედრები თურქეთის საზღვრამდე 4 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ისინი სავარაუდოდ ინდოეთის ან ბანგლადეშის მოქალაქეები არიან.
ცხედრებს სავარაუდოდ, ბათუმში ექსპერტიზა უტარდება.
სოფელ მარადიდში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოქალაქეებს ხშირად აკავებენ. მარადიდი თურქეთის მოსაზღვრე სოფელია.

banner
წინა სტატიაში“ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს” – EPP-ის პრეზიდენტი ენმ-ს ოფისზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიაახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში 21 წლის ბიჭი ნაჯახით მოკლეს