„მონა.ჯი“ ლინჩის წესით გასასამართლებელი ხალხის სიასავით არის

„მონა.ჯი“ ლინჩის წესით გასასამართლებელი ხალხის სიასავით არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ პლატფორმა „მონა.ჯი“-ზე პირველი სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონტრპროდოდუქტიულია იმის, რა მიზანსაც საჯაროდ აცხადებენ.

„ელენე ხოშტარიას არაერთხელ ჰქონდა რაღაც „შავი სიების“ შექმნის მცდელობა, რომელიც როგორც წესი, არ მუშაობს და პირიქით შედეგს იძლევა. მონა.ჯი-ც ასეთი შავი სიებისა და ლინჩის წესით გასასამართლებელი ხალხის სიასავით არის. თუ აპირებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუგო და არჩევნებში ხმები წაართვა, ასეთი ფორმები პირიქით შედეგს დადებს. ხალხი ნახავს, რომ ესენი ხალხის დასასჯელად მოდიან და „ქართული ოცნების“ შენარჩუნება სჯობს, უსაფრთხოდ რომ ვიყოთო. ეს ყველაფერი კონტრპროდოდუქტიულია იმის, რა მიზანსაც საჯაროდ აცხადებენ“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშისაბო – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო „თავდაცვის კოდექსს“, არ ვართ განწყობაზე, მისგან მითითებები მივიღოთ
შემდეგი სტატიავიხალისე… ალბათ აივანზეც აღარ გადმოდგება – მაჭარაშვილი პრეზიდენტზე