ბრაზილიური სატელევიზიო სერიალის „მონა იზაურას“ გამოსვლიდან თითქმის 36 წელი გავიდა. სერიალი ტელეეკრანებზე პირველად 1988 წელს გამოჩნდა.
„მონა იზაურა“ ერთ-ერთი პირველი ბრაზილიური სერიალია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში გავიდა და მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ლუსელია სანტოსი (Lucélia Santos) ახალგაზრდა და ყველასთვის უცნობი მსახიობი იყო, მაგრამ იზაურას როლმა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანად აქცია.
66 წლის მსახიობი კოლეგებისგან განსხვავებით პლასტიკური ოპერაციის გარეშე ბერდება.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ლუსელია 20 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ბრაზილიელ დირიჟორზე ჯონ ნეშლინგზე, რომლისგანაც ვაჟი პედრო შეეძინა.
პედრო ნეშლინგიც დღეს ბრაზილიაში პოპულარული მსახიობია. პედროს ჰყავს ცოლი და ერთი შვილი კაროლინა