Mona.ge-ზე პირველ ეტაპზე 8 პირი მოხვდა – სია

“გირჩი-მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ იმ ადამიანების სია წარადგინეს, რომელთა სახელები და გვარებიც პორტალ Mona.ge-ზე განთავსდება. პირველ ეტაპზე მათ 8 პირზე ისაუბრეს.

სიაში მოხვდნენ:

მინდია ჯანელიძე – ყოფილი თავდაცვის მინისტრი;
მიხეილ სადრაძე – კარტოგრაფების და სხვა პოლიტიკური საქმეების პროკურორი;
ირაკლი ყაფლანიშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ხვიჩა ბეგიაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ელიზა კუნჭულია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ირაკლი ჩიკაშუა – ირაკლი ჩიკაშუამ განიხილა მარტის აქციებზე დაკავებული, პოლიტიკური პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრის, ნიკა მოსიაშვილისა და პარტიის თავმჯდომარის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები;
ბერიკა ტალახაძე – ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა ბერიკა ტალახაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა;
რატი ღოღაძე – ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა რატი ღოღაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს სია დღესვე გადაეგზავნება დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიოთარ შამუგია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას არ ვაპირებ
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მიერ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან რევიზია, შეუძლებელია – იოსელიანი საკონსტიტუციოზე