“მონა ან ხარ, ან არა და რის გამო დაგიმონებენ, მნიშვნელობა არა აქვს

გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არანაირი რეგულაცია არ უნდა არსებობდეს და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია, ვინ როგორ მოიქცევა პანდემიის დროს.

“არანაირი რეგულაცია არ უნდა იყოს, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ მინდა და ვრისკავ – ჩავდივარ და ვვარჯიშობ, თუ მინდა და ვრისკავ – მივდივარ და ვმუშაობ, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია ამას ვაკეთებ თუ არა, ისევე როგორც სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია, ისინი თავად წყვეტენ, იცავენ ჩემთან მიმართებაში დისტანციას თუ არა, გაიკეთებენ პირბადეს, თუ არა. მე ვწყვეტ – მე როგორ მოვიქცე, ის წყვეტს, ის როგორ მოიქცევა, გამომნდინარე იქედან, რა რეალობაში უწევს მას ყოფნა. თუ ჩემ შვილებს შია და მე არა მაქვს მათთვის საჭმელი, კი, გავრისკავ, წავალ და ვიმუშავებ, ყველაფერს გააკეთებს კაცი, რომ შვილებს არ შიოდეთ.”

“ეს ადამიანები არიან ახალი ქართველები, განსხვავდებიან სხვა “ცეხავიკებისგან”, მთავრობასთან რომ მიდიან და გავამხნევეთო, იძახიან… მათ თვითონ შექმნეს თავიანთი ცხოვრება და იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. პრინციპული განსხვავება არის: გიორგისთან რომ შედიხართ ფიტნეს ცენტრში, ილია ჭავჭავაძის ციტატები უწერია კედელზე და შედით ფხაკაძეებთან “ვისოლის” მთავარ ოფისში და შეადარეთ, რა კრედო აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არიან ჩახუტებულები მთავრობასთან, ამ ჩახუტებაში, ისევე როგორც კომპარტია და “ცეხავიკები” იყვნენ ჩახუტებულები, ან ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, ან პრივილეგიებს.

ეს ხალხი არის უნიკალური მოვლენა, რადგან მათ ამოიღეს ხმა და შეუძლებელია, ამას არ ჰქონდეს გრძელვადიანი ეფექტი, ასეთი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან, რადგან თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არ არის, არ შეიძლება, მონა იყო როდესმე, რომელიმე მთავრობის და რის გამო დაგამონებენ, არა აქვს მნიშვნელობა: იმის გამო დაგამონებენ, რომ რუსეთი არის საფრთხე, იმის გამო დაგამონებენ, რომ პანდემიის საფრთხეა თუ იმის გამო, რომ კიდევ რაღაც დიადი მიზანი არსებობს, რასაც უნდა მიაღწიო, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს – ან ხარ მონა, ან არ ხარ”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი ექსპერტიზა: 1:200 000-იანი რუკა არაზუსტია, ცდომილება ასეულობით მეტრია
შემდეგი სტატია“ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება”