მონა აღარ არის პრეზიდენტი?! – ქადაგიშვილის პასუხი ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით

მონა აღარ არის პრეზიდენტი?! – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოლაიციურ მთავრობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე.

გახსოვთ, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მონას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ. ეს ერთი და მეორე – ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში, საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, პრეზიდენტიც ალბათ, ამას გულისხმობდა,”- თქვა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ხელმძღვანელი პირები „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატია„სააკაშვილის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არ ცვლის ჩვენი საზოგადოების ამოცანას, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ მისიას“ – გიგა ბოკერია