მომზადდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული შახტაში შრომის უსაფრთხოების კუთხით ნორმები

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ტყიბულის შახტაში, უბედური შემთხვევის ადგილს კომპლექსურად სწავლობენ:

”ადგილზე არიან ინსპექტორები. პირველად მოხდა დათვალიერება. ამ დათვალიერების შედეგად ჯერჯერობით საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენთან ერთად ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება. დაიდება დასკვნა, რამდენად იყო დაცული ნორმები შრომის უსაფრთხოების კუთხით”, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

banner
წინა სტატიაშიევაკუაცია მეტროსადგურ „წერეთლიდან“
შემდეგი სტატიამზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან – საქნახშირის გენერალური დირექტორი