“მომწონს საქართველოში ყოფნა” – რობოტი სოფია საქართველოშია

სოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოშია. სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
“მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა…
მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თანასწორობის პირობებში გამოვთქვა აზრი“, – აცხადებს სოფია და აღნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.
„რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“, – აღნიშნა სოფიამ.
სოფია დღეს სამიტის მონაწილეებს მიესალმება, შემდეგ კი ჩაერთვება საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს. სოფია აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.
სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი იქნება – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისია დღეს არასრულწოვნებს გამოკითხავს