მომსახურების სააგენტოში 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

9 წლის იუბილესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პრეზენტაცია გაიმართა. წარმოადგენილი იყო მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები – აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ, ტექნოლოგიურ და სოციალურ პრეოქტებზე. ასევე შეჯამდა გასულ წლის მონაცემები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის დირექტორები და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“სააგენტოს თანამშრომლების დამსახურებით ვართ დღეს ჩვენ ასეთი ამაყები და თამამად შგვიძლია ვისაუბროთ წარმატებებზე. სააგენტომ თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ ნამდვილად იმსახურებს ხალხის ნდობას და ხალხის პატივისცემას. განხორციელებული პროექტების და ცვლილებების შედეგად დღეს ჩვენ გვაქვს სანდო ეფექტიანი და გამართული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომაი ნებისმიერი მოქალაქისთვის,“-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლავას ოღლი” დუმილის უფლებას იყენებს
შემდეგი სტატია22-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა