მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი ი.ს. ქრთამის აღების ფაქტზე, თელავში დააკავეს.

“დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ფულადი თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფულადი თანხა – 1000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივინ დაუჭირა ბესელიას კანონპროექტს მხარი და ვინ არა – კენჭისყრის შედეგები
შემდეგი სტატია“ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან“