მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2017 17:28

მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უსუფაშვილი აცხადებს, რომ მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს დამნაშავე პირების დასჯა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს ამ პროცესში, უსუფაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი „მხოლოდ ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს სათავისოდ იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის“.

“ბათუმში მომხდარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს დამნაშავე პირების დასჯა. თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ იმ კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარკვევა და დასკვნების გამოტანა, რამაც ეს ყველაფერი თავიდან კი არ აგვაცილა, არამედ მოამწიფა. სააკაშვილი მხოლოდ ავანტიურისტია, რომელიც რეალურ პრობლემებს სათავისოდ იყენებს და არა ჯადოქარი, რომელიც სათავისო რეალობას ქმნის,”-აცხადებს უსუფაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2017 17:28

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics