მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა – დეკანოიძე “მთავარის” ოპერატორზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს, ვინც ნამდვილად ამ ფრონტის წინა ხაზზეა და „ქართული ოცნების“ უსასტიკეს დამოკიდებულებას ებრძვის. ადამიანი, ჟურნალისტი, ოპერატორი პირდაპირ გადააგდეს მეორე სართულიდან და შემდეგ უტიფრად ამბობდნენ და მდინარაძე იმეორებდა, რომ არა, თვითონ გადავარდაო, როდესაც ყველამ ვნახეთ, რომ ჯაჯგურს ჰქონდა ადგილი. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორ ექცევიან მედიას და ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ზოგადად, როგორია ხელისუფლების განწყობა, რომ ყველანაირი ხერხით სურს ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის სუს-ის აგენტებზე კითხვები არ მოსწონთ. ახლა იგივე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებად გვთავაზობენ და გვაჩეჩებენ სუს-ის და კუდის ყოფილ აგენტებს. ამიტომ, ეს აგრესია და პოლიტიკურ აფექტში ჩავარდნა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” მესვეურებმა სასიკვდილოდ გაწირეს – უგულავა “მთავარის” ოპერატორზე
შემდეგი სტატიაგადმომაგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – “მთავარის” ოპერატორი მომხდარზე საურობს