მომიტინგეების მსვლელობა “რუსთაველის გამზირზე” – უწყვეტი პროტესტის 372-ე დღე

უწყვეტი პროტესტის 372-ე დღე – რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იქნება სიტყვით გამოსვლები, შემდეგ კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდებიან.

მათი მოთხოვნები უცვლელია: ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები.

banner
წინა სტატიაშიმზექალა შანიძე: ის რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!
შემდეგი სტატიასაჭიროა ორი გეგმის განხილვის შესაძლებლობა: ერთი – ევროპული და მეორე – ამერიკელების მომზადებული” – ევროკომისიის თავდაცვის კომისარი