25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

მომიტინგეების განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ უცხო პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“რუსეთი ოკუპანტია” – ტრანსპარანტები გვქონდა გამოფენილი, როგორც ჩანს არ მოეწონათ, ბავშვების თვალწინ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გვემუქრებოდნენ, თავად დაგვესხნენ თავს, ფაქტის შესახებ 112-ში დავრეკეთ, არაფერი არ ვიცით, თავდამსხმელები თუ დააკავეს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, მათ შესაბამისი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები თითქმის ორი წელია უწყვეტად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია: ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება
შემდეგი სტატიაზელენსკი: პუტინს ომის გაგრძელება სურს