მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ხუნდაძესა და სერგეენკოს

“მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის ექიმ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ის ციხეში მოინახულონ, რათა საკუთარი თვალით ნახონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრტეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.

ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რაც უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურთ – კობახიძე
შემდეგი სტატიაახალი სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა… აქვს წნევები და მუდმივი სიცხე – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე