მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა

რუსული ესტრადის მომღერალი და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი დიანა ღურწკაია თბილისში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დადებითად და მეგობრულად არის რუსების მიმართ განწყობილი.

“მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის”. მისი თქმით, სტუმართმოყვარეობა ქართველების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და “სტუმრისადმი არაპატივსაცემო დამოკიდებულება სირცხვილად ითვლება”.

“ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება (დასვენება) ჩაიშალა” – მომღერლის სიტყვებს რუსული “ვზგლიადი” ციტირებს.

banner
წინა სტატიაში„როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გაძლიერდა
შემდეგი სტატიაუფლებამოსილების გადამეტება – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო