მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მიიჩნევს რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არაა მართებული

როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქციაში აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. მე ვთვლი რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო, მან სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე. დისკრიმინაციაა როდესაც ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან ასეთ ადამიანებს. ნუ ეს ყველაფერი გამოცხადდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ და გეი აღლუმებზე რომაა ლაპარაკი არ მახსოვს და იქნება შემახსენოთ, გეი აღლუმი ჩატარებულა საქართველოში? მაგრამ ასე აქტიურად გაავრცელეს რომ გეი აღლუმები და ეს ხშირად დატრიალდა. ის რომ საპატრიარქომ ამ დღეს, 17 მაისს დაამთხვია ოჯახის სიწმინდის დღე. ახლა აქ უნდა მოვიტყუოთ თავი და ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ რომ ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის. ეს ტყუილია. ერთია რომ დამთხვევაა თითქოს მაგრამ შინაარსობრივ მხარესაც ხომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა?”,- ამბობს ჭოხონელიძე.

ჭოხონელიძე ამბობს, რომ არსებული დაპირისპირება საპატრიარქოს პოლიტიკის ნაწილია. ის მიიჩნევს, რომ ოჯახის ინსტიტუტს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება და თუ ეს საფრთხე დადგება, ის თავს შეაკლავს კიდეც.

“დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს არ არის რელიგიური მხრიდან გაკეთებული, ეს საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს დამტკიცდა 2013 წელს, როცა რუსთაველზე ხალხი შეიკრიება ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის, რომ არ შეიძლება ცემა და ჩაქოლვა. მე მაშინ მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. სწორად მინდა გამიგოთ, რაც მახსენდება, ეს არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გააგზავნა. რომელიც სახელმწიფოს მიმართულებით გზავნიდა მესიჯებს, რომ ბევრ ხალხს გამოვიყვანთო.გამოიყვანეს ხალხი და მოხდა ძალიან ცუდი რამ. ეს იყო ძალადობა. მე ვარ ქალი, მე ვარ დედა, მე შეიძლება ეს მოვიწონო?”- ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა არ სურს, რადგან ეკლესიის პოლიტიკას არ ეთანხმება.

“ეკლესიას თავისი პოლიტიკა გააჩნია. მე მაინტერესებს, როგოც ჩვეულებრივი მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად. მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები. მე პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს და ჩვენ საზოგადოება ძალიან კარგად ახსოვს რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა, თავის დროზე პატრიარქიც არ დაინდო. მე ყოველთვის მის გვერდში ვიყავი და ვიდგები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი ხალხი”,- ამბობს ჭოხონელიძე.

ჭოხონელიძე ამბობს, რომ ნებისმიერ დღეს საპატრიარქოს გვერდით იქნება, გარდა 17 მაისისა.

“ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს მიზანმიმართულად 17 მაისი, რაც გამოიწვევს და იწვევს კიდევაც დაპირისპირებას. წელს არ მოხდება? გაისად გაღიზიანდება ვიღაც და ა.შ”,- ამბობს ჭოხონელიძე.

banner
წინა სტატიაშიცესკო ზუგდიდზე: მოვუწოდებთ მხარეებს, მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია: “მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება”