მომღერალი ირაკლი ნოზაძე საავადმყოფოდან გაწერეს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ჟურნალისტების კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა.
დაახლოებით ერთი საათის წინ დაასრულეს გამომძიებლებმა საავადმყოფოში მომღერლის დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.
ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნოზაძის პოზიციაა, რომ ამ საქმეში ნარკოტიკის თემა არაფერ შუაშია და კონფლიქტი ამის გამო არ მომხდარა
შემდეგი სტატია,,ნუ გეშინია მამი შენს დაბადების დღემდე იზეიმებს სამართალი”