11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა

ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, გოჩა ლორიას კარიერა  1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომლებიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).

80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი – ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.

გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).

banner
წინა სტატიაშიპუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაანგარიშსწორება გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრზე – შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო