33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი თელავში, ქორწილში მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბრობს

ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. დაზიანებულია თუ არა არ ვიცით [აპარატურა]. ახლა დაკითხვაზე ვარ,- ამბობს TV პირველთან მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინინი ბადურაშვილი: ქალზე ხელის აღმართვა, მიუღებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია
შემდეგი სტატიაგიორგი ჭიღლაძის მამა: ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი