მომღერალი ალ ბანო უკრაინის შავ სიაში შეყვანით აღშფოთებულია

იტალიელი მომღერალი ალ ბანო აღშფოთებულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ის კულტურის მოღვაწეების შავ სიაში შეიყვანა, რომლებიც “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ”. უკრაინას უკვე აღარ მოსწონს ჩემი სიმღერები – ალ ბანომ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში თქვა. მან აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ბოლოს 3-4 წლის წინ იყო, რომ არასდროს არაფერი უთქვამს ამ ქვეყნის წინააღმდეგ და რომ თავს ტერორისტად არ მიიჩნევს. იტალიური La Repubblica აღნიშნავს, რომ ალ ბანოს არასდროს დაუმალავს თავისი აღფრთოვანება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარს უჭერს.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ალ ბანო იმ კულტურის მოღვაწეების შავ სიაში შეიყვანა, რომლებიც ქვეყნის “ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ამ სიაში არიან ჟერარ დეპარდე, მიხაილ ბაიარსკი, იოსებ კობზონი და სხვა, სულ 150-მდე პირია.

banner
წინა სტატიაშიძაღლების გამოფენა Crufts-ზე საუკეთესოდ პაპიონი დილანი დაასახელეს (ფოტო)
შემდეგი სტატია“რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა