მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო, მომღერალმა ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “თაიმერს” განუცხადა, რომ მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიაჩვენ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი – ზურაბიშვილი