მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება

მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – მოსალოდნელია, რომ აგვისტოდან ისევ იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა აქცია გამართეს