მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება.

„ხვალ, 14 ივნისს საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის ორივე ნაწილში, 15 ივნისიდან, ტემპერატურის 33 გრადუსამდე მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა, 15 და 16 ივნისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ.

ამასთან, 17 ივნისს ამინდის კვლავ გაუარესებაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება
შემდეგი სტატიამეუფე შიო: სრულყოფილი სიხარული თუ გვინდა გვქონდეს, იესო ქრისტეს შემეცნების გზით უნდა ვიაროთ