გიორგი კვირიკაშვილი: მომავალში, მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს

ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე შეიძლება, არსებობდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

პრემიერის თქმით, შვიდწლიანი ეროვნული გეგმა, რომელიც ევროსაბჭოსთან შეთანხმდა, “მიზნად ისახავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, რომელთაც ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს, როგორც ჩვენი საზოგადოების ქვაკუხედს”.

“ჩვენ კანოგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და მრწამსის საფუძველზე. ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას, რომლის ნაწილი ეხებოდა ანტი-დისკრიმინაციული კანონის შექმნას. ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მგზავრობა. გასული წლის დეკემბერში, გამოქვეყნდა ევროპის კომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებდა.

დასკვნის სახით, ნება მომეცით განვაცხადო, რომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლა წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ვიყურებით რა მომავალში, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიული პროგრესი არის მთავარი არგუმენტები მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მშვიდობიან გზას და დასავლურ ორიენტაციას.

მომავალში, მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით.

ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ შევძლებთ რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით.

ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ვხედავ აყვავებულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს.

მავანთ ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება, მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია “ლესტერ სითი”.

მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის”.

banner
წინა სტატიაშისოფელ კორბოულის 9 მკვიდრი ამ დრომდე ცხინვალის დაკავების იზოლატორში რჩება
შემდეგი სტატიაცესკო-მ ქორწინების საკითხზე სარეფერენდუმო ჯგუფს უარი უთხრა