მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რის ფასად მოიპოვეს გამარჯვება – ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ომის შესახებ „ისტორიული სიმართლე“ თაობიდან თაობას გადასცენ.

„დღეს ჩვენ გლოვობთ, პატივს მივაგებთ და ვაფასებთ ყველას, ვინც დაიღუპნენ ჩვენი რესპუბლიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა შევინარჩუნოთ და თაობიდან თაობას გადავცეთ ისტორიული სიმართლე საშინელებაზე. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რის ფასად მოიპოვეს გამარჯვება. გმირების სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

banner
წინა სტატიაში30 სექტემბერს ბათუმში საქმიანი და საინვესტიციო ღონისძიება Batumi Gaming Fest-ი გაიხსნება
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრის უფროსი ოფიცერი მოკლეს