მომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული – კალაძე

“ბევრს არ მოწონდა სააკაშვილის რეჟიმი, იყვნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები, თუმცა, ვერავინ ვერ მოახერხა ის, რაც მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. ამ ადამიანმა მოახერხა გაერთიანება ყველა ოპოზიციური პარტიის. ერთიანი ძალისხმევით, მისი თაოსნობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ დავამთავრეთ ის ბოროტება, ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდეს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის” – ამბობს თბილისის მერი კალაძე, ივანიშვილი ისტორიის წიგნში შეყვანაზე.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით
შემდეგი სტატიავიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს