მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა.

კანონპროექტი და მასთან თანდართული მასალები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო დეპუტატებს.

მომხსენებელმა წარმოადგინა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით განსაზღვრული 2018 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები.

მისი თქმით 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა. გიორგი კაკაურიძემ იმ ფისკალურ და ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც დაიგეგმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. დეტალურად მიმოიხილა ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები და ის პროექტები, რომლებიც მიმავალი საფინანსო წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ბიუჯეტის პროექტის გაცნობის შემდეგ, მომხსენებლმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

შეკითხვები შეეხებოდა სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური პროექტების დაფინანსებას, ელექტროენერგეტიკულ პროექტებს, საპენსიო რეფორმას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, რეგიონებში ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელებას და სხვა საკითხებს. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ და დეპუტატთა შეკითხვებს პასუხობდნენ ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.​

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ვწუხვარ თუ ვინმემ უსამართლობა იწვნია ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას