მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დევით სერგეენკომ განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს მთავარი ფუნქცია წამლის ხარისხისა და კონტროლის ამაღლება იქნება.

„ჩვენ გვაქვს როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ასევე საჭიროება იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნას ე.წ. ჯმპ ინსპექტორატი. ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს. თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ, ორგანიზაციულად უკვე გამოეყო ეს ნაწილი. ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა წამლის ხარისხის კონტროლი”,- აცხადებს სერგეენკო.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.

დადგენილების თანახმად, განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაცია და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს მგლები შეესია
შემდეგი სტატიახობში, სოფელ ქვემო ქვალონში სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა