მომავალი წლიდან რეიტინგებს კიდევ ერთი კომპანია დაითვლის

მომავალი წლიდან სატელევიზიო რეიტინგებს ბაზარზე აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია შპს ტრი მედია ინტელიჯენსიც დათვლის. რეიტინგების გაზომვა 7 ქალაქში იგეგმება.

კომპანიის დირექტორის, მერაბ ფაჩულიას, ინფორმაციით, ტელევიზორებზე სპეციალური მოწყობილობის, ე.წ. ფიფლმეტრების, დაყენება 600-მდე ოჯახში იგეგმება.

სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი კომპანია თი ვი ემ არ-ის საქართველოს ხელმძღვანელობა სარეკლამო ბაზრის შემცირების პირობებში ახალი კომპანიის დაფუძნებას საეჭვოდ მიიჩნევს.

კომპანია თი-ვი-ემ-არ საქართველო ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიას ზომავს.

ნინო გოგოლძე არ გამორიცხავს, რომ სარეკლმო ბაზრის გადანაწილების მცდელობა მოხდეს.

თი ვი ემ არი საქართველოს ხემღვანელმა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ის ზეწოლის ფაქტებიც გაიხსენა, რომელიც ორგანიზაციის მისამრთით შარშან განხორციელდა.

სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი და მედიაგარემოს შემსწავლელი ახალი კომპანიის დაარსება ჯერ კიდევ შარშან ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიაშვილმა, დაანონსა.

რა გავლენას მოახდენს ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და რომელი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებენ ტელევიზიები, ამ ეტაპზე უცნობია.

ტელევიზიებს რეიტინგების გაზომვა პროგრამირებისთვის და რეკლამის მოსაზიდად სჭირდებათ, ხოლო სარეკლამო სააგენტოები და მედიასელერები რეკლამის განთავსებას სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით ახდენენ.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვედნენ
შემდეგი სტატიადასავლეთ საქართველოში სტერეო+-ის ციფრული მაუწყებლობა გაითიშა