“მომავალი წლიდან მოსწავლეთა ჩანთები შემსუბუქდება” – ალექსანდრე ჯეჯელავა ცვლილებებს გეგმავს

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მომავალი წლიდან მოსწავლეთა ჩანთები შემსუბუქდება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, მისივე განმარტებით, ეს რეგულაციები უკვე მომზადებულია და ამჟამად გამომცემლებთან მიმდინარეობს განხილვა. დაგეგმილ ცვლილებებზე განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა:

„პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ვთქვი, რომ რომ ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არ გამომდინარეობს, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. შვიდი და რვა გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, რომ მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღოს. მეორე ცვლილებები იქნება, რომ ჩვენ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
მესამე ცვლილება არის ის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივად ელექტრონული სახელმძღვანელო. ანუ ოჯახს თუ სურვილი აქვს, ბავშვმა სახლში ქაღალდის წიგნებით იმუშავოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს, ამის საშუალება უნდა ჰქონეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელობით ისარგებლოს. ასე რომ, მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, იმის შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო შემსუბუქდება. თუმცა, დღესაც მინდა ვთქვა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომ ყოველ დღე ყველა წიგნი არ ატაროს მოსწავლემ“, -განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში“დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს, ამის ავტორს ეტყობა, ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია”
შემდეგი სტატიახარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს