მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასები იზრდება

მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასები იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოძებნეთ, იმით ვაპირებთ და მათ შემდეგი თვიდან ხელფასები გაეზარდოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე – გიორგი გახარიას წარმოდგენილი აქვს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი და ის მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: შსს ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო