მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება – დავით არახამია

მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა.

“მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი – არც ერთი”, – განაცხადა არახამიამ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები წესით მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ახლა მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.

banner
წინა სტატიაშიდავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები, ეს მხოლოდ დასაწყისია – ბაიდენი მძევლების გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატიაუკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს – შმიგალი