მომავალ წელს სრულიად ქართველთა კონგრესი ჩატარდება

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

სრულიად ქართველთა კონგრესი მომავალ წელს ჩატარდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა ეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვეს.
“ჩვენ გვინდა, რომ დიასპორის მიმართულებით გავაქტიურდეთ. გახსოვთ, ასეთი ინიციატივა იყო პატრიარქის მხრიდან, რომელსაც მე გამოვეხმაურე _ ქართველთა კონგრესის ჩატარების იდეა. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, მითუმეტეს, ჩვენ თუ ამას დავამთხვევთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
შემდეგი სტატიარუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება