მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება ეს ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისია – კობახიძე

მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვლავ პირდაპირი წესით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება პოლიტიკური კომპრომისი, რომელმაც არ უნდა დაკარგოს თავისი აზრი.

“ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც შეეხება საბოლოო ჯამში ვადებს, ეს ვადები შეიძლება სხვადასხვა გარემოებაზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ თანამშრომლობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავიდეთ საბოლოო ჯამში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. აქ საუბარია საერთო პოლიტიკურ კომპრომისზე. ჩვენი ხედვა არის განსხვავებული პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ანუ ვტოვებთ შვიდი წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არის არასწორი. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს დაკარგავს აზრს, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითოქ-შოუ “პროფილი” ეთერში ბრუნდება
შემდეგი სტატიაზუგდიდის სამმართველოსთან დაკავებული შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები გაათავისუფლეს