4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ლაშა ბერიძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მომავალ სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება და მისი პირობებიც დაზუსტდება.
უფლებადამცველის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვა ნებისმიერი ბრალდებულის კანონიერი უფლებაა და ლაშა ბერიძემაც სწორედ აღნიშნული უფლებით ისარგებლა.
„მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება. ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები“, — აღნიშნა რამაზ ჩინჩალაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები — მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია — ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

















