მომავალ კვირაში ტარიფის 1,8-2 თეთრით გაზრდა გარდაუვალია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ყოფილი თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ, მომავალ კვირაში ელეტროენერგიის ტარიფის ზრდა 1,8-2 თეთრით გარდაუვალია.

როგორც ჩალაგაშვილი განმარტავს, ტარიფი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გაიზრდება, თუ კომპანიებს უფლებას მისცემენ, რომ ქვეყანაში გრაფიკი დააწესონ, რაც ენერგოსისტემას დაანგრევს.

„თუ კომპანიებს მაქსიმალურად შევზღუდავთ და უფლებას მივცემთ, რომ ქვეყანაში გრაფიკი დაწესდეს, საქართველო ჩაბნელებული იყოს, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ტარიფი არ გაიზარდოს. ასე რომ, სამწუხაროდ, კომპანიას მომავალ კვირაში ტარიფის გაზრდა მოუწევს, მინიმუმ 1,8-2 თეთრით. სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია“, – განაცხადა სემეკ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენა ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას.

კომისია „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს იმსჯელებს. გუშინდელ სხდომაზე კი, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ.

banner
წინა სტატიაში“ჯიდიესი” თავისი “სტაფით” გადმობარგდება ვასოსთან და სარედაქციო პოლიტიკაც ექნებათ “შესაბამისი”
შემდეგი სტატია(Video) „დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას“- მეუფე იაკობმა