მომავალ კვირას კონგრესს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა უნდა გავუგზავნო, რათა მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა შეუფერხებლად მიედინებოდეს – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მომავალ კვირას კონგრესს ოფიციალური თხოვნით მიმართავს, რათა უკრაინის დასახმარებლად, მეორე დამატებითი დაფინანსების პაკეტი დაამტკიცოს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მოელის, კონგრესი პაკეტთან დაკავშირებით ,,სწრაფად იმოქმედებს”.

,,იმისათვის, რომ უკრაინას ამ ომის განმავლობაში მხარი დავუჭიროთ, მომავალ კვირას კონგრესს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა უნდა გავუგზავნო, რათა მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა შეუფერხებლად მიედინებოდეს და იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხისთვის ეკონომიკური დახმარების მიწოდება გავაგრძელო”, – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს – მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება – ვოლსკი
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის გავლით გადაზიდული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა – haqqin.az