მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის საკვანძო ჩვენი ღირებულებების გარშემო ძლიერი ფარის მშენებლობისთვის – რუმინეთის პრეზიდენტი

მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის საკვანძო ჩვენი საკუთარი ღირებულებების გარშემო ძლიერი და გრძელვადიანი ფარის მშენებლობისთვის, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანესმა უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოყმანისთვის დრო აღარ დარჩა, პარტნიორები საჭიროებენ გრძელვადიანი მხარდაჭერის გაძლიერებას, გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარებას.

„ჩვენ ევროპის ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. განსაკუთრებული დრო განსაკუთრებულ სტრატეგიულ შორსმჭვრეტელ პასუხს ითხოვს. მომავალ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის საკვანძო ჩვენი საკუთარი ღირებულებების გარშემო ძლიერი და გრძელვადიანი ფარის მშენებლობისთვის. ეს ეხება ჩვენს სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ჩვენს შესაძლებლობებს. ყოყმანისთვის დრო აღარ დარჩა. პარტნიორები ჩვენგან საჭიროებენ გრძელვადიანი მხარდაჭერის გაძლიერებას, მდგრადობის განმტკიცებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარებას, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ ჰიბრიდული გამოწვევები“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის პრემიერმა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მას სჭირდება – შოლცი