მომარაგდება თუ არა სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახური რუსული თაფლით – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “ვითიმ” გაიმარჯვა და სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სამსახური რუსული თაფლით მომარაგდება, განმარტებას აკეთებს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის გამარჯვებული გამოვლენილი არ არის, შესაბამისად სატენდერო პროცესის დასრულებამდე უცნობია, რომელი კომპანია მოამარაგებს ძალოვან უწყებას.

“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ.ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე. მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიNDI : 71 % ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან კოორდინატორები არ შეუნიშნავთ
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 85% აზრით, პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ-NDI