„მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისთვის”

ქუთაისისთვის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება – ასე ეხმაურება ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისი მერსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდებს წინ აღუდგეს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმებას.

„მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქუთაისისათვის. „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო ქუთაისი ნაცვლად პოლიტიკური ცენტრისა, საგანმანათლებლო ცენტრისა, გადაიქცა ორმოების ქალაქად და ხვალ უპირებენ პოლიციელების სავარჯიშო პოლიგონი გახადონ“- ამბობს შუშანია.

banner
წინა სტატიაშიგოგი წულაიმ ბიძინა ივანიშვილს წიგნი “მატყუარა ბიჭი და მგელი” საჩუქრად დაუტოვა
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევებისა და ვენდეტას წახალისება იქნება, თუკი საზოგადოება დაინახავს, რომ ვიღაც იმიტომ არ ისჯება, რომ პროკურატურაში გავლენიანი ახლობელი ჰყავს