მოლუსკებსაც სტკივათ – ბრიტანეთში უხერხემლოების გრძნობათა დაცვის შესახებ კანონს განიხილავენ

რა მოგდით თავში როცა ფიქრობთ რვაფეხაზე? კიბორჩახალაზე? თქვენთვის ეს საჭმელია თუ არსებები, რომელთაც შეუძლიათ იგრძნონ?
ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორების პარტიის წევრები თვლიან, რომ ამ ცხოველებს გარკვეული ინტელექტი გააჩნიათ და ცდილობენ მათი ცხოველთა დაცვის შესახებ კანონში ჩაწერა მოხდეს.

კანონპროექტი “ცხოველების კეთილდღეობის (ტკივილის განცდის უნარი) შესახებ” ბრიტანეთის პარლამენტში განხილვას ელოდება, კანონპროექტის თანახმად, გარკვეულ ცხოველებს უნარი აქვთ იგრძნონ, დაიტანჯონ და ტკივილი განიცადონ.

ახლა კანონპროექტში ნათქვამია, რომ თევზებმა და სხვა ხერხემლიანებმა, რომლებიც ტკივილს გრძნობენ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალური იურიდიული დახმარება უნდა მიიღონ – “ბიბისი” წერს. თუმცა ტკივილი არ იცავს უხერხემლო ცხოველებს, რადგან ითვლება, რომ ორგანიზმის აგებულებიდან გამომდინარე მათ ტანჯვისა და სხვა რთული გრძნობების შეგრძნება არ შეუძლიათ.

ინიციატივის მომხრეები თვლიან, რომ ორგანიზმის აგებულების სხვაობა არ ნიშნავს რომ მათ გრძნობის უნარი არა აქვათ. “ეს ცხოველები ეჭვგარეშეა რომ ისე არ ხედავენ გარემოს, როგორც ჩვენ, თუმცაღა, მთავარია, შეუძლიათ თუ არა მათ ტკივილისა და კმაყოფილების შეგრძნება” – ამბობენ ცვლილებების ინიციატორები.

banner
წინა სტატიაშიმეტრომშენში სამ მისამართზე გზის საფარი წესრიგდება
შემდეგი სტატიარონალდუ “ინსტაგრამის” გამომწერების რეკორსდმენია