„მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა განხორციელებული ქმედება, სრულად შესრულებულად ჩაგვეთვლება“

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მოსახლეობას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შემოღებას წინასწარ ულოცავს.

როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან მიმართებაში წარმატებები ჰქონოდა.

„ამ 3 წლის მანძილზე 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, 80-მდე კანონქვემდებარე აქტი იყო მიღებული, 9 ეროვნული სტრატეგია განხორციელდა და იყო რატიფიცირებული 7 საერთაშორისო კონვენცია. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენთვის იქნება აბსოლუტურად უპირობო დასკვნა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ეს ქმედება ჩაგვეთვლება სრულად შესრულებულად“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ევროკომისია “საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიბერნარ კუშნერი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
შემდეგი სტატია“ჩვენ პოზიტიურ დასკვნას ველოდებით”