მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც მანიპულაციების ტყვეობაშია, მისი მოლოდინი გაცუდდა

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი “იმედთან” საუბრისას ამბობს, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილის გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც მანიპულაციების ტყვეობაშია, მისი მოლოდინი გაცუდდა.

“მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა. ვინც ღია, პირდაპირი და გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც დღემდე გარკვეული მანიპულაციების ტყვეობაშია, ალბათ, ამ მხრივ, მისი მოლოდინი გაცუდდა და კიდევ უფრო გაწბილებული და მოწყვლადი გახდა”, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი “იმედთან”.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ “როდესაც ომის უშუალო საფრთხე” მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

banner
წინა სტატიაშიწერილი მიუთითებს, თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე
შემდეგი სტატიადავთ უსუფაშვილი – კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მე ან ვინმე სხვა არაფორმალური მმართველია