19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა

ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ინფორმაციას ავრცელებს, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია.

კაუშანის, შტეფან-ვოდეს, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

მოლდოვის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ