25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა- ადგილობრივი მედია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოლდოვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აფეთქდა.

მოლდოვური მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს.

მოგვიანებით, ობიექტი შტფან-ვოდას რაიონში სათვალთვალო სისტემებიდან გაქრა და აფეთქების ხმა გაისმა.

ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე.

„ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. მსგავსი ინციდენტები მიუღებელია“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზეა” საუბარი, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს
შემდეგი სტატიაჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს- თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში