20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა

ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ამ იდეას ჯერჯერობით მხარს არ უჭერს,- ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ პირდაპირ არის დამოკიდებული მოქალაქეების ნებაზე და მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში შეიძლება გახდეს რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.

ამავდროულად, პოპშოიმ აღნიშნა, რომ პირადად ის ნატო-ს მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერ გარანტიას.

ამასთან, მისი თქმით, მოლდოვაში ბევრი ლიდერი თავს არიდებს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვას მისი არაპოპულარობის გამო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საკითხი უფრო აქტიურად უნდა განიხილებოდეს.

როგორც მედია წერს, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 54.5% არ უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო 33.6% დადებითად აფასებს ამ იდეას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი არა ტერიტორიული, არამედ ფსიქოლოგიურია
შემდეგი სტატიააშშ-ის ომის მდივანი: უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით აშშ-მა უკრაინისგან ბევრი ისწავლა