მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი

ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი,- ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Sky News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომის შედეგები არამხოლოდ უკრიანის, არამედ მოლდოვის, სხვა მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

”მთელი კონტინენტის მომავალი დამოკიდებულია უკრაინის შესაძლებლობებზე, შეინარჩუნოს თავისი პოლიტიკური სისტემა და გამძლეობა. მსოფლიოს ამ ნაწილის ყველა ქვეყნის ბედი და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, სად დამთავრდება ის და როდის დასრულდება“,-განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული ავიაციის ორი ჭურვი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე მოხვდა
შემდეგი სტატიაეკა გიგაური არის TI-ის საერთაშორისოდ აღიარებული ლიდერი და პრინციპების ერთგული ადამიანი – უილიამ კორტნი